პროკურატურის ცნობით, „ზაირა ასაროვას ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.რ-ს მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანით ტრეფიკინგის განხორციელება. ასაროვამ ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ჩამოიყვანა და შეიფარა ბ.რ. რომელსაც ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ექსპლუატაციას“.

2015 წლის 16 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო წაყენებული ბრალდება და ასაროვა სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მესამე ნაწილით გაასამართლა.