გახარია: გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა

“გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა”, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით.

გახარიამ განაცხადა, რომ დელეგაციაში იყვნენ პირები, რომლებიც არ შემოუშვეს საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი, თუმცა გავრილოვი, “სამწუხაროდ”, არ იყო მათ შორის, რადგან ეს კანონი არ ჰქონდა დარღვეული.

“ოპოზიციამ ძალიან კარგად იცოდა ამის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და ხმა არ ამოუღიათ ამის შესახებ”, – ამბობს გახარია და დასძენს:

“ოპოზიციას შეეძლო ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება და ჩაწერა, რომ ვინც მხარი დაუჭირა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას, მათზეც გავრცელდეს ეს კანონიო, თუმცა, ეს არ გააკეთეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი