ახალი ამბები

შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

16 იანვარი, 2015 • 984
შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

უწყების მიერ გავრელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ ინფორმაცია ოპერატიული ინფორაციის საფუძველზე მიიღო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებით, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით). 

მასალების გადაბეჭდვის წესი