ახალი ამბები

ყაზბეგის გამზირზე სკვერს სარეკრეაციო ზონის სტატუსი ზონალურმა საბჭომ შეუნარჩუნა

15 იანვარი, 2015 •
ყაზბეგის გამზირზე სკვერს სარეკრეაციო ზონის სტატუსი ზონალურმა საბჭომ შეუნარჩუნა

„აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი და იქ შენობები არ აშენდება. საბჭოს რეკომენდაცია საკრებულოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

 

დღეს მოქალაქეებმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

 

“მოსახლეობის განცხადების საფუძველზე ვითხოვდი, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი დაბრუნებოდა. ზონალურმა საბჭომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, ურბანულმა კომისიამ მხარი დაუჭირა რეკრეაციული ზონის დაბრუნებას და ამის მერე დაიწყო კორუფციული შეთქმულება სკვერის წინააღმდეგ, სადაც ჩემი ინფორმაციით, ჩართულია უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები და საკრებულოს წევრები,”– განაცხადა თბილისის დაკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერში.


როგორც თბილისის მერიის განცხადებაში არის ნათქვამი, ნინა ხატისკაცის თქმით, საბჭომ რეკომენდაცია მისცა საკრებულოს, დაუბრუნდეს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განვითარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი