ახალი ამბები

აწყურში სავარაუდოდ მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

9 ივლისი, 2019 • 2267
აწყურში სავარაუდოდ მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

აწყურის საკათედრო ტაძრის რესტავრაციისას, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს, რომელზეც ღვთისმშობლის მიძინების სცენაა ასახული.

როგორც “ნეტგაზეთს” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, არქეოლოგიური მასალა ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იპოვეს, რომელიც მიწის დიდი მასით იყო დაფარული. სააგენტოს განცხადებით, 2 კვირით ადრე ამავე ფერდობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ტაძრის ჯვრის გუმბათის ბაზისი იპოვეს, რომელიც გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება (მე-15 საუკუნის ბოლო, მე-16 საუკუნის დასაწყისი).

კანკელის ფრაგმენტი კი დაეხმარება სპეციალისტებს, რომ ტაძრის რესტავრაციისას იგივე ტექნოლოგია გამოიყენონ, რომელიც პირვანდელი ნაგებობისთვის იყო დამახასიათებელი.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ამჟამად სპეციალისტები აღმოჩენილ ფრაგმენტს ადგილზე სწავლობენ, რის შემდეგაც მოხდება მისი ზუსტი დათარიღება.

რაც შეეხება სარესტავრაციო პროცესს, სააგენტოში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ აწყურის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი