ახალი ამბები

ელბაქიძის დაღმართზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვალა

13 იანვარი, 2015 • 2077
ელბაქიძის დაღმართზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი შეიცვალა

მერიის ცნობით, ცვლილებები ეხება №59, №91, №33 ავტობუსებისა და  №35, №126, №31, №145, №40, №68, №85, №200 მიკროავტობუსების მარშრუტებს.


“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირიდან, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით მოძრაობას აგრძელებდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, მ/ს “რუსთაველის” და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით გადასაადგილებლად, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის გავლით. (ავტობუსი №59, №91; მიკროავტობუსი №35, №126). 


მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობდნენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბროსეს, ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით (მიკროავტობუსი №31, №145).


ხოლო ყველა ის მარშრუტი, რომელიც მოძრაობდა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით თაბუკაშვილისა და ბროსეს ქუჩების გავლით, ამ ეტაპზე მარჯვენა სანაპიროთი გააგრძელებენ მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმართულებით. (მიკროავტობუსი №40, №68, №85, №200) №33 ავტობუსის მარშრუტი, მარჯანიშვილის ქუჩისა და გალაქტიონ ტაბიძის ხიდიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს მარჯვენას სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე,”–აცხადებს თბილისის მერია.


ელბაქიძის გამზირზე 12 იანვარს გზის ნაწილის ჩანგრევის გამო მოძრაობა ორმხრივად აკრძალულია. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გზის სრულად რეაბილიტაციას 2–3 თვე დასჭირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი