ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუშკოვი: ქართველებმა ღვინო ახლა NATO-ს მოკავშირეებს გაუგზავნონ – ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს

9 ივლისი, 2019 • 1712
პუშკოვი: ქართველებმა ღვინო ახლა NATO-ს მოკავშირეებს გაუგზავნონ – ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომისიის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი “ტვიტერში” საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკას –  სანქციების ინიციატივას გამოეხმაურა და მოიწონა:

“მხარს ვუჭერ სახელმწიფო დუმის ინიციატივას. საქართველოში თავისი ანტირუსულ გამოვლინებებით, პროვოკატორებით “რუსთავიდან”, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. თავიანთი ღვინო და წყალი უფასოდ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს გაუგზავნონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადაეჩვიონ. ბოდიშების დრო დასრულდა”, – წერს პუშკოვი.

პუშკოვი ღვინისა და მინერალური წყლის გარდა, რუსეთიდან საქართველოში გზავნილების თემაც წერს:

“2019 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობამ 122 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, 80% [101,6 მილიონი] კერძო პირების გზავნილებზე მოდის. მათ, ვინც საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტით დაზარალდება, არა რუსეთთან უნდა გქონდეთ პრეტენზია, არამედ საკუთარ ხელისუფლებასთან და საკუთარ რუსოფობებთან”.

რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია რასია” საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივას აყენებს.

რუსეთის დუმაში ქართული ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი