რუსეთის დუმაში ქართული ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ

რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია რასია” საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივას აყენებს. ამის შესახებ RT და ТАСС ფრაქციის ლიდერ სერგეი ნევეროვზე დაყრდნობით იუწყებიან.

მიზეზი, დეპუტატის განმარტებით, საქართველოში არსებული “რუსოფობიური განწყობებია”, რომელიც მისი მტკიცებით რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

ნევეროვი საკითხის დაყენებას სახელმწიფო დუმის საბჭოზე აპირებს.

8 ივლისიდან იმავე მიზეზით საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com