რუსთავი 2-თან მეორე დღეა, რაც აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს, რომ დღეს სპიკერები აღარ გამოვლენ და სამომავლო გეგმებზე მუშაობას განაგრძობენ.

მათი თქმით, ხვალ სამუშაო დღეა, შესაბამისად, აქცია დღეს ნაადრევად დასრულა, თუმცა ხვალ ისევ გაგრძელდება.

აქციის დროს საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი ასევე შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, თუმცა არ განუმარტავთ, კონკრეტულად რომელ აქციას გულისხმობდნენ.

ცნობისთვის ახლა რუსთაველზე ორი აქცია იმართება. ერთს ლევან ვასაძის მხარდამჭერები ესწრებიან, მეორე აქციის მონაწილეები კი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

მოქალაქეების ჯგუფი „რუსთავი 2“-თან 7 ივლისს, გვიან ღამით შეიკრიბა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება გააპროტესტა. აქცია დაახლოებით ღამის 4 საათზე დასრულდა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ტელეკომაპნიის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა