თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორ აქციას პოლიციის კორდონი ჰყოფს. ერთნი რუსეთი ოკუპაციას აპროტესტებენ და 20 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ მე-19 დღეა, მეორენი კი ბიზნესმენი ვასაძე, მმკ და “ქართული მარშია”, რომლებიც ჯერ “თბილისი პრაიდის” დაანონსებული “ღირსების მარშის წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა ახლა რუსთაველზე ის ადგილი უკავიათ, სადაც წინა 18 დღეს ანტისაოკუპაციო აქცია იმართებოდა. პოლიციის კორდონი სწორედ ამის გამოა.







