ახალი ამბები

საფრანგეთის პოლიცია თავდასხმელების თანამზრახველებს ეძებს- შარლი ებდოზე თავდასხმა

10 იანვარი, 2015 • 1147
საფრანგეთის პოლიცია თავდასხმელების თანამზრახველებს ეძებს- შარლი ებდოზე თავდასხმა

ბიბისის ცნობით, ძებნილებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ჰაიატ ბუმედინია, ამედი კულიბელის პარტნიორი, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს პარიზის ებრაულ სპერმარკეტში.

 

ის იმყოფებოდა კულიბელთან ერთად, როცა  პოლიციელი ქალი მოკლეს სუპერმარკეტში და პოლიცია მას ახასიათებს, როგორც “შეიარაღებულს და საშიშს”.

 

ორი შეიარაღებული პირი, რომელიც იძებნებოდა “შარლი ებდოზე” თავდასხმის გამო, მოკლულია პოლიციის სპეცოპერაციის დროს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შეაქო სამართალდაცავები, მაგრამ ასევე გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

 

მან მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურებს მათი გაბედულებისა და ეფექტურობისთვის და განაცხადა, რომ ამ კვირაში განხორციელებული ძალადობა “ტრაგედიაა ერისთვის”.

 

ოლანდმა განაცხადა, რომ საშიშროებას ჯერ არ დასრულებულა. “ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, ასევე მოგიწოდებთ ერთიანობისკენ – ეს ჩვენი საუკეთესო იარაღია”. ეს განცხადებები მან 9 იანვარს, პარასაკევს საღამოს სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.

 

17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპარაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი