ახალი ამბები

Charlie Hebdo-ს პირველი გარეკანი რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ [ფოტო]

13 იანვარი, 2015 • 1657
Charlie Hebdo-ს პირველი გარეკანი რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ [ფოტო]

BBC-ს ცნობით, ოთხშაბათისთვის გამოცემის 3 მილიონი ეგზემპლარი იბეჭდება. როგორც წესი, აქამდე Charlie Hebdo 60 000–იანი ტირაჟით იყიდებოდა.

 

17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს, 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე, მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

Carlie Hebdo-ს პირველი გარეკანი რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ © EPA
Carlie Hebdo-ს პირველი გარეკანი რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი