BBC-ს ცნობით, თავდაპირველად ნომრის მილიონიანი ტირაჟით გამოცემა იყო განზრახული, თუმცა შემდეგ რაოდენობა 3 მილიონამდე გაიზარდა. როგორც წესი, აქამდე ყოველკვირეული გამოცემა Charlie Hebdo 60 000–იანი ტირაჟით იყიდებოდა.
17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს, 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე, მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.






![რიგი პარიზში Charlie Hebdo–ს ახალი ნომრის საყიდლად [ფოტო] რიგი პარიზში Charlie Hebdo–ს ახალი ნომრის საყიდლად [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000035687.jpg)

![Charlie Hebdo-ს პირველი გარეკანი რედაქციაზე თავდასხმის შემდეგ [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000035653.jpg)




