ირანში გაზეთი ჯორჯ კლუნის ფოტოს, წარწერით “მეც შარლი ვარ”, გამოქვეყნების გამო დახურეს

BBC-ს ცნობით, ირანში სასამართლომ გადაწყვიტა დაეხურა გაზეთი, რომელმაც გამოაქვეყნა ჯონჯ კლუნის ფოტო წარწერით  “მეც შარლი ვარ”, სადაც მსახიობს ეკეთა ფრანგული სატირული გამოცემის, შარლი ებდოს მხარდამჭერი სამკერდე ნიშანი, რომელსაც თავს გასულ კვირას დაესხნენ. 

როგორც BBC წერს, თეირანში კონსერვატორებმა ეს ფრაზა “ანტიისლამურად” მიიჩნიეს, მოსამართლეთა განცხადებით კი ეს სათაური “უხამსი” იყო. 

 

Charlie Hebdom დაბეჭდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები, რაც მუსლიმთა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო. გამოცემაზე თავდასხმის შემდეგ კი Charlie Hebdo-ს უკანასკნელ გარეკანზე გამოტანილია წინასწარმეტყველი მუჰამედის თვალცრემლიანი კარიკატურა, ხელში წარწერით “მე ვარ შარლი”.

 

 17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს, 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე, მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ირანში გაზეთი ჯორკ კლუნის მიერ ნათქვამი ციტატის
ირანში გაზეთი ჯორკ კლუნის მიერ ნათქვამი ციტატის ‘მე ვარ შარლი’ დაბეჭდვის გამო დახურეს © EPA

ირანში გაზეთი ჯორკ კლუნის მიერ ნათქვამი ციტატის
ირანში გაზეთი ჯორკ კლუნის მიერ ნათქვამი ციტატის ‘მე ვარ შარლი’ დაბეჭდვის გამო დახურეს © EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი მაჭავარიანი