ახალი ამბები

Charlie Hebdo-ზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილები პოლიციის ალყაში არიან

9 იანვარი, 2015 • 1328
Charlie Hebdo-ზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილები პოლიციის ალყაში არიან

Reuters-ის ცნობით, როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, “თითქმის დადასტურებულია”, რომ პირები, რომელთაც მძევალი აიყვანეს, Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები არიან. 

 

როგორც BBC წერს, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა პარიზიდან 35 კილომეტროს მოშორებით, თუმცა პოლიცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ.

 

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული იფნფორმაციით, ეჭვმიტანილებმა პოლიციას უთხრეს, რომ მოწამეობრივი სიკვდილისთვის მზად არიან. 

 

პარიზში სატირული ჟურნალზე, Charlie Hebdo–ზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 12 ადამაინი გარდაიცვალა. შეიარაღებული პირები Charlie Hebdo-ზე თავდასხმის შემდეგ პარიზიდან გატაცებული მანქანით გაიქცნენ. 


ეჭვმიტანილები არიან ძმები საიდ[32 წლის] და შერიფ[34] კუაჩები. 

პოლიციის თანამშრომლები ემზადებიან ცპეცოპერაციისთვის იმ ადგილას, სადაც Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა მძევალი აიყვანეს 09.01.2015  © EPA
პოლიციის თანამშრომლები ემზადებიან ცპეცოპერაციისთვის იმ ადგილას, სადაც Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა მძევალი აიყვანეს 09.01.2015 © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი