ახალი ამბები

Facebook -ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ დავუშვებ-მარკ ცუკერბერგი “შარლი ებდოზე”

9 იანვარი, 2015 • 1123
Facebook -ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ დავუშვებ-მარკ ცუკერბერგი “შარლი ებდოზე”

“რამდენიმე წლის წინ, ერთი ექსტრემისტი პაკისტანში იბრძოდა იმის მისაღწევად, რომ ჩემთვის სიკვდილი მოესაჯათ. მიზეზი იყო ის, რომ facebook-მა უარი თქვა აეკრძალა მუჰამედის შესახებ გარკვეული შინაარსის ინფორმაცია, რის გამოც ის შეურაცხყოფილად მიიჩნევდა თავს.


ჩვენ ამას შევეწინააღმდეგეთ იმიტომ, რომ განსხვავებული მოსაზრებები – მაშინაც კი, თუ ისინი ვინმესთვის მიუღებელია – ბევრად უკეთესს და საინტერესოს ხდის მსოფლიოს.


facebook-ი ყოველთვის იყო და არის სივრცე, სადაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ერთმანეთს აზრებსა და შეხედულებებს უზიარებენ .


ჩვენ არ ვარღვევთ არც ერთი ქვეყნის კანონს, მაგრამ ვერასდროს დავუშვებთ, რომ რომელიმე ქვეყანამ ან ადამიანთა ჯგუფმა გვიკარნახოს, თუ რა შეუძლიათ გაუზირონ ადამიანებმა დანარჩენ მსოფლიოს.


გუშინდელი თავდასხმიდან  და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ექსტრემიზმთან დაკავშირებით – ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ – ექსტრემისტების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ჩაახშონ ყველა დანარჩენის ხმა და მოსაზრება მთელ მსოფლიოში.


facebook-ზე მე ამას ვერ დავუშვებ. ჩემი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ყველა თქვენგანს შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა შიშისა და ძალადობის გარეშე.


ვუთანაგრძნობ თითოეულ მსხვერპლს, მათ ოჯახებს, ფრანგებს და ყველა ადამიანს მსოფლიოში, რომლებიც თავისუფლას გვიზიარებენ საკუთარ იდეებსა და შეხედულებებს, მაშინაც კი, როცა ეს გამბედაობას მოითხოვს. # მე ვარ შარლი”, – წერს მარკ ცუკერბერგი.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი