ახალი ამბები

მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქალს, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა [ვიდეო]

8 ივლისი, 2019 • 3141
მომიტინგეები დაუპირისპირდნენ ქალს, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, ქალს, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში გაერთიანება, უსტვინეს, უყვირეს, სიტყვა გააწყვეტინეს და გააძევეს.

მოგვიანებით აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ ვისაც უნდა, შეუძლია ოკუპაციის გაპროტესტება და ამას ისინიც ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათი დღევანდელი აქცია იმიტომ შეიკრიბა, რომ პრაიდს ეწინააღმდეგებიან

ამჟამად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, მმკ-ს, ლევან ვასაძის მხარდამწერების, “ქართული მარშის და სხვების ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს. ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, ასევე, რუსეთში მოქმედი “გარყვნილების პროპაგანდის” ამკძრალავი კანონის მიღებას. 19.00 საათზე რუსთაველზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით “სირცხვილიას” აქციაა დაგეგმილი. მმკ ამბობს, რომ ამ აქციას ვერ ჩაატარებენ, რადგან რუსთაველი მათ დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი