ახალი ამბები

ვასაძე რუსეთში მოქმედი “პროპაგანდის ამკრძალავი” კანონის მიღებას ითხოვს

8 ივლისი, 2019 • 1553
ვასაძე რუსეთში მოქმედი “პროპაგანდის ამკრძალავი” კანონის მიღებას ითხოვს

ლევან ვასაძე ხელისუფლების წინაშე ორ მოთხოვნას აყენებს: ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და “გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას”. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც ვასაძის მხარდამჭერების, “ქართული მარშის”, მმკ-ს და სხვა ჰომოფობიური ჯგუფების წევრები იმყოფებიან.

“გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვა” – ვასაძე საუბრობს კანონზე, რომელიც რუსეთში მოქმედებს და რომელსაც ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებენ დისკრიმინაციული შინაარსის გამო. მისი თქმით, საქართველოში ეს კანონი უფრო მკაცრი ფორმულირებით უნდა დამტკიცდეს და პროპაგანდა უნდა აიკრძალოს ყველგან: “მასმედიაში, სკოლებში და ა.შ.”

ვასაძის თქმით, ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც ადგილობრივ თუ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაიწლეობას, უნდა დადოს პირობა, რომ ზემოხსენებულ 2 პირობას მხარს დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი