ახალი ამბები

ალასანია: Charlie Hebdo”-ზე თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტია

8 იანვარი, 2015 • 1225
ალასანია: Charlie Hebdo”-ზე თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტია

“ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით. “Charlie Hebdo”-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია. ქართველი ხალხი, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიებში.

კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს.”, – ნათვქამია ირაკლი ალასანიას გავრცელებულ განცხადებაში. 

7 იანვარს პარიზში თავს დაესხნენ სატირულ გამოცემა “შარლი ებდოს” ოფისს, რის შედეგადაც გარადაიცვალა 12 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე. დღეს თბილისში სოლიდარობის აქცია 19.00 საათზეა დაგეგმილი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ოფისთან ინტერვიუს დროს. 06.11.2014. ფოტო: მიშა მეფარიშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ოფისთან ინტერვიუს დროს. 06.11.2014. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი