ახალი ამბები

ზედანია: მიუღებელი ქცევის კრიტიკისას პუტინისადმი სიმპათია არ მოგვეძალოს

8 ივლისი, 2019 •
ზედანია: მიუღებელი ქცევის კრიტიკისას პუტინისადმი სიმპათია არ მოგვეძალოს
 ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანის გინებაზე რეაქციებს ეხმაურება ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, რომელიც  ზომიერებაზე წერს და აღნიშნავს, კრიტიკისას პუტინისადმი სიმპათია არ მოგვეძალოსო:

“ერთი ჭკვიანი ფილოსოფოსი ამბობდა, ზომიერება საუკეთესო სათნოებააო.

არაა ჩვენი საქმე კარგად, თუ ასეა – საერთოდ არ გვაქვს ეგ სათნოება საქართველოში.

ახლა მგონი იმაშიც ვერ დავიცავთ ზომიერებას, რომ ამ სრულიად მიუღებელი ქცევის კრიტიკისას (რომელიც თავადაც ზომიერების არქონის შედეგია) პუტინისადმი სიმპათია არ მოგვეძალოს”.

გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინება პროვოკაციულად შეაფასა ხელისუფლების ყველა შტოს პირველმა პირმა – პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმაც. საგარეო საქმეტა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა შეაფასონ ჟურნალისტის საქციელი.

თავად რუსთავი 2-მა ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა როგორც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მცდელობას და ცენზურის დაკანონებად.

რუსთავი 2-ის შენობასთან კი მოქალაქეტა ნაწილი აქციას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი