ახალი ამბები

თავდამსხმელებმა ფრანგული სატირული ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოკლეს

7 იანვარი, 2015 • 1730
თავდამსხმელებმა ფრანგული სატირული ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოკლეს

Charlie Hebdo-ზე სარედაქციო თათბირის დროს განხორციელებულ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 და დაშავდა 7 ადამიანი. 

 

ჟურნალმა დღეს გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურა არის წარმოდგენილი. 

 

“ორი შავნიღბიანი მამაკაცი შენობაში კალაშნიკოვებით შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბევრი გასროლის ხმა გავიგონეთ,”– განუცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა ფრანგულ ტელეარხს. ამის შემდეგ, თვითმხილველთა ცნობით, მამაკაცები შენობიდან გაიქცნენ.


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.

 

BBC -ი წერს, რომ ბევრი მუსულიმი გაბრაზდა ჟურნალზე 2006 წელს, როცა Charlie Hebdo-მ გადაბეჭდა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა.

 

ეს კარიკატურა მაშინ მსოფლიოში დიდი დისკუსიის საგანი გახდა. ჟურნალის ოფისი დაბომბეს 2011 წლის ნოემბერში, როცა Charlie Hebdo-მ გამოაქვეყნა მუჰამედის კარიკატურა სათაურით: “Charia Hebdo”.


 

პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები პარიზში, Charlie Hebdo-ს ოფისთან.  © EPA   07.01.2015
პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები პარიზში, Charlie Hebdo-ს ოფისთან. © EPA 07.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი