ახალი ამბები

თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 8 ივლისს გაიმართება

7 ივლისი, 2019 • 2186
თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 8 ივლისს გაიმართება

თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 8 ივლისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მსვლელობა 22 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 20 ივნისს განვითრებული მოვლენების გამო გადაიდო:

“ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში. ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ” – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება და იმედს გმაოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი