ახალი ამბები

“გამოწვევა გვაქვს 1 მლნ. ტურისტზე, რაც 2 მილიარდი ლარის დანაკლისია” – ტურიზმის ადმინისტრაცია

7 ივლისი, 2019 • 1628
“გამოწვევა გვაქვს 1 მლნ. ტურისტზე, რაც 2 მილიარდი ლარის დანაკლისია” – ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ 2019 წლის ბოლომდე უწყებას გათვლა 1 700 000 რუსი ტურისტის ვიზიტზე ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე საქართველოში რუსეთის 700 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა:

“2019 წლის ბოლომდე, ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი.

პროპაგანდა, რომელიც ხაზს უსვამს იმ მიმართულებას, რომ საქართველო ვითომ და არ არის უსაფრთხო მიმართულება და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, ჩვენი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება“ – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი