ახალი ამბები

მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ოცნების“ პოლიტტექნოლოგი იყო, სავარაუდოდ თბილისშია

6 ივლისი, 2019 • 3592
მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ოცნების“ პოლიტტექნოლოგი იყო, სავარაუდოდ თბილისშია

პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში, თბილისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

4 ივლისს გამოქვეყნებული ფოტო გადაღებულია თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. ფოტოს, რომელზეც კლუგჰაფთან (მარჯვნივ) ერთად ჩანს სეფი შალეკი, — ასევე პიარტექნოლოგიების სპეციალისტი, — თან ერთვის რამდენიმე სიტყვა ივრითზე; გუგლის ინგლისური თარგმანი ამ სიტყვებიდან ერთ-ერთს ამოიცნობს, როგორც „დასვენებას“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თავად კლუგჰატს კითხვით, იმყოფებოდა თუ არა ის თბილისში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ დასასვენებლად არის ჩამოსული. მის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას კლუგჰაფტის ვიზიტზე.

მოშე კლუგჰაფტი ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურიდან მუშაობდა, რა დროსაც თბილისში ენმ-ს საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი „პრინციპული არჩევანი“ გამოჩნდა. როგორც პირველ ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.

მოშე კლუგჰაფტი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სხვადასხვა საერთაშორისო მედია კლუგჰაფტის საქმიანობას აფასებს, როგორც „აგრესიულსა და კრეატიულს“.

დეტალებისთვის, გირჩევთ, წაიკითხოთ:

მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

მასალების გადაბეჭდვის წესი