ახალი ამბები

ბერუჩაშვილი: იანვრის ბოლოს საქართველოდან კიევს მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება

6 იანვარი, 2015 •
ბერუჩაშვილი: იანვრის ბოლოს საქართველოდან კიევს მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება

“ვმუშაობთ ახლა, რომ ვიზიტები გაიმართოს კიევში სამინისტროების დონეზე, ეს იქნება დარგობრივი სამინისტროები. შემდგომ ვმუშაობთ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე,“– განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ბერუჩაშვილის თქმით, ვიზიტების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. მისი განცხადებით, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით  საქართველოში უკრაინის ელჩთან და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაც გაიმართა.

 

“უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა დისკუსია რამენიმე კვირის წინ, იცით, რომ საქართველოს ელჩი იყო ჩამოსული თბილისში, გვქონდა შეხვედრა პრემიერ–მინისტრთან, სადაც განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, დავგეგმეთ ასევე ჩვენი დღის წესრიგი,”– თქვა ბერუჩაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი