ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქუჩაში დახმარების მოთხოვნის გამო ბაქოში 98 ადამიანი დააკავეს

5 იანვარი, 2015 • 1033
ქუჩაში დახმარების მოთხოვნის გამო ბაქოში 98 ადამიანი დააკავეს

“ბაქოს პოლიციის მთავარი განყოფილების პრესსამსახურის ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად, ბაქოს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში დახმარების მოთხოვნის გამო 20 მამაკაცი, 32 ქალი და 46 ბავშვი დააკავეს”, – წერს trend.az-ი.

პოლიციელებმა დაკავებულებთან ინდივიდუალური ინტერვიუები ჩაატარეს და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს.


ფოტო © trend.az
ფოტო © trend.az


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი