ახალი ამბები

ნინო სუხიშვილმა გვითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან – ლევან აკინი

4 ივლისი, 2019 • 3409
ნინო სუხიშვილმა გვითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან – ლევან აკინი

ქართულ-შვედური გეი დრამის  “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორმა ლევან აკინმა The Guardian-თან ინტერვიუში  იმ დაბრკოლებებზე ისაუბა, რომელიც მისი თქმით, გადამღებ ჯგუფს შეექმნა.

გამოცემასთან საუბრისას აკინი ნინო სუხიშვილს ახსენებს და ამბობს, რომ სუხიშვილის თქმით, “ქართულ ცეკვაში გეი ხალხი არ არსებობს“.

“საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა მხარი არ დაუჭირა ფილმს იმის შემდეგაც კი, რაც ჩვენ კანში მოვხვდით. ჩვენ გადაღებამდე ასევე შევხვდით ნინო სუხიშვილს, საქართველოს ეროვნული ბალეტიდან, და მისი რეაქცია შემდეგნაირი იყო : “რატომ არ შეუძლია მას [ფილმის მთავარ პერსონაჟს] შეუყვარდეს გოგო? ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან“. ჩვენ ის ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ მან გადაწყვიტა ჩვენთვის მხარი არ დაეჭირა.

გარდა ამისა, შემდგომ გავიგეთ, რომ მან მიმართა სხვა საცეკვაო კომპანიებსაც და აუკრძალა მოცეკვავეებს ფილმში გამოჩენა, უთხრა მათ, რომ ისინი აღარასდროს იცეკვებდნენ. შესაბამისად, ზეგავლენა გაიზარდა. ჩვენ ბევრი გადასაღები ლოკაცია დავკარგეთ, ამიტომ რამდენიმე დღით ადრე “ადგილის განახლება“ მოგვიწია”, – ამბობს აკინი.

აკინი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ გადამღები ჯგუფის უსაფრთხოებისთვის თან ახლდათ დაცვის თანამშრომლები, ხოლო საჯარო ადგილებში ისინი ყვებოდნენ, რომ ფილმი ფრანგ ბიჭს ეხებოდა, რომელიც ქართულ კულტურაზე იყო შეყვარებული.

“მაგრამ ჩვენ ეს გვამხნევებდა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაგრძნობინებდა, რომ ფილმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“,- განმარტავს აკინი.

აკინი მანამდეც საუბრობდა, რომ ფილმის გადაღებისას პრობლემებს ეროვნულ ბალეტშიც უქმნიდნენ. ფილმის გამოსვლის შემდეგ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა ფილმს საბოტაჟი მოუწყო. თუმცა მაშინ აკინი ქორეოგრაფის ვინაობას არ ასახელებდა.

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან


„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეროვნებით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი