ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი სადგური აღარ აშენდება – სამინისტრო

4 ივლისი, 2019 • 2325
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი სადგური აღარ აშენდება – სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი სადგური აღარ აშენდება. როგორც სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ახლის მშენებლობის ნაცვლად ძველი სადგური შეკეთდება. ამ საკითხზე უწყებისგან ვრცელ განმარტებას ნეტგაზეთი მიღებისთანავე გაავრცელებს.

2017 წლის 3 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის წინ რკინიგზის სადგურის მშენებლობა გახსნა, რომელიც მისი თქმით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაიწყებდა ფუნქციონირებას.

“ეს გახლავთ ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო მაგისტრალის სამკილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. ამ ხაზის შედეგად, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით, გაივლის, გაივლის სწორედ ამ სადგურს და გაჩერდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ”, -ამბობდა კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი