ახალი ამბები

ნატა ფერაძე: თბილისი პანორამის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურია

29 დეკემბერი, 2014 • • 1580
ნატა ფერაძე: თბილისი პანორამის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურია

თბილისის საკრებულო და მერია არის თუ არა დაინტერესებული, რომ პანორამა თბილისის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი გამჭვირვალედ განიხილონ?

 

რა თქმა უნდა, არ არის დაინტერესებული. თან იმასაც მალავენ, რომ მთაწმინდის ქედისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნა ხდება პანორამა თბილისისთვის. მერიამ ახალი წლის წინ გამოუგზავნა რეკომენდცია სტატუსის მოხსნაზე საკრებულოს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, იმის მიუხედავად, რომ არის ძალიან დიდი საჯარო დაინტერესება. შემთხვევით, შუა სხდომიდან დაგვირეკა ალეკო ელისაშვილმა, რომ ახლა იწყება განხილვაო და, რასაც ჰქვია, ხალათებით და ღამის პერანგებით მოვირბინეთ წინა სხდომაზე. ახლა ვაკეთებთ მობილიზაციას, რომ ეს ყველაფერი შედარებით ადამიანურად განიხილონ.

 

მერმა თქვა, რომ “პანორამა თბილისი” იქნება მნიშნელოვანი თბილისისთვის და ეკონომიკურ ფაქტორზე აკეთებენ ისევ აქცენტს.

 

ეკონომიკურ ფაქტორზე აქცენტი გასაკეთებელია, ოღონდ ეს იქნება ქალაქისთვის დამანგრეველი. ვესაუბრე ქალაქმგეგმარებლებს, ვინც მითხრა, რომ საბაგიროები არ არის ტრანსპორტის სახე, რომლიც ქალაქს ჭრის და პირიქით, მნიშნელოვანია, რომ ხალხმა ფეხით იმოძრაოს ქალაქში, საბაგირო ამ კულტურას სპობს. ეკონომიკურად, გადახედეს მაკლერების საიტებს, ძველ უბნებში ბინების ფასები დაეცა, იმიტომ, რომ უბანი უბანს აღარ გავს და იერსახე აღარ აქვს. მთელი ძველი თბილის იქცა ახალშენებად, რომ შეიძლება ის განვითარდეს. ეს მოხდა ქალაქმგეგმარებლების გარეშე. აუცილებელია გაკეთდეს ქალაქგეგმარებითი კვლევა, რომელიც საერთოდ არ ჩატარებულა. ეს არის ვიღაცის ემოციაზე დაფუძნებული, რომ ქალაქი განვითარდება.

ქედი, სადაც “თბილისი პანორამის” ერთი მესამედი იდგმება, არის თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სილუეტი. გარს არტყავს ბოტანიკური ბაღი, მთაწმინდა, ეს არის ქალაქში უხეში ჩარევა. ამითი ვკარგავთ ქალაქს. წინა სხდომაზე იყო ინვესტორისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზება და სხვადასხვა ადგილის განხილვა, მაგრამ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხუშტური და მას უნდა ეს აქ აშენდეს.

კულტურის პოლიტიკის ნაწილად იქცა კულტურული მემკვიდროების სანაცვლოდ ეკონომიკური სარგებელზე საუბარი, იგივე არგუმენტი აქვს მერიას რეკრეციაული ტერიტორიების ათვისების მხარდასაჭერად.

არიან მასებში შუაშისტები, ვინც არ იცის ზუსტად, რომელი მხარე დაიჭიროს, რომელი უფრო მნიშვნელოვნაია. ეს არის თვალის ასახვევი, თორემ თითონაც კარგად იციან რეალურად, ცოტა მაინც თუ აზროვნებენ, ეს არის დამაქცევარი ქვეყნისთვის, რითიც ჩვენ ვამაყოფთ. [წინააღმდეგ შემთხვევაში] ვხდებით ახალწარმოქმნილი ქვეყნის დონეზე, როდესაც ყველა ქვეყანა უფრთხილდება თავის ისტორიას და მთელი ფასეულობა ეკონომიკური არის მისი წარსულის პატივისცემაში.

 

ცდილობენ, რომ გარემოს დამცველები, იგივე საყდრისი, რაჭა, თბილისი, გამოგვიყვანონ ველურებად, რომლებიც ვართ განვითარების წინააღმდეგი. იმედი მაქვს, ეს მითი დაიმსხვრევა და მიხვდებიან, ვინ არის განვითარების წინააღმდეგი. ეს არის, რასაც სახელმწიფო დღეს აკეთებს, ყოველგვარ ევროპულ და თანამედროვე განვითარების უკუპროპორციულია. ეს არის ქვეყნის განვითარების საკუთარი ხელით დანგრევა, ამას მტერი არ უშვება ქალაქს, რასაც ესენი დღეს უშვებიან. კანონიერად, მთელი უბედურება ისაა, რომ ყველაფერო კანონიერია, კანონები გვაქვს მტრის დაწერილი.

თბილისის მერი დავით ნარმანია იყო მისული თქვენს აქციაზე მერად არჩევამდე, შემდეგ მიუტანეთ კარავი მერიასთან პროტესტის ნიშნად, მერად არჩევამდე უფრო სოლიდარული იყო “პარტიზანი მებაღეების” მიმართ?

 

ბუტაფორიული იყო ის სოლიდარობა. ჩვენ ამობეჭდილი გვაქვს ნარმანიას თითქმის ყველა წინასაარჩევნო დაპირება, სადაც წერს, რომ ვაკის პარკი უნდა იყოს პარკად. დღეს ამ პოზიციას ინარჩუნებს, ოღონდ როგორც მოქალაქე დავით ნარმანია. დაგვინიშნეს რამდენიმე შეხვედრა მერიაში პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით. მათ შორის იყოს ვაკის პარკი. სადაც მოიწვიეს იურისტები, არქიტექტორები, ჩვენც ვესწრებოდით. ეს შეხვედრები უსასრულოდ იწელება. ნარმანია ყველა შეხვედრას იწყებს იმ გამოსვლით, რომ ჩვენს შეხვედრას ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, თორემ ინვესტორი იმას გააკეთებს, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. ანუ ეს არის მხოლოდ იმის საჩვენებელი, რომ ჩვენთან გამოდის კონტაქტზე. არაფერი არ შეცვლილა საერთოდ.

ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი