ახალი ამბები

მარგველაშვილი: სტრასბურგში, რატიფიცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად არავინ მიდიოდა

26 დეკემბერი, 2014 • • 906
მარგველაშვილი: სტრასბურგში, რატიფიცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად არავინ მიდიოდა

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ჩასულიყო სტრასბურგში და  მადლობა ეთქვა ევროპარლამენტარებისთვის: 

 

” ჩამოვედი თურქმენეთიდან საღამოს, დილით გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდიდა. საღამოს წავედი სტრასბურგში. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა, უნდა წავსულიყავი იმიტომ, რომ არ ყოფილიყო გაუგებარი ვითარება. და იმიტომ, რომ რატიფიკაციის ხელშეკრულება არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. აბსურდული სიტუაცია შეიქმნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რომ იქნებოდა სტრასბურგში და სხვა არავინ. შესაბამისად, მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე, როცა სხვა არავინ არ მიდიოდა, და წავედი. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომადგინა და მადლობა მეთქვა ევროპარლამენტის დეპუტატებისთვის”. 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი