ახალი ამბები

მარგველაშვილი: მე არ მაქვს დაპირისპირება “ქართულ ოცნებასთან”

26 დეკემბერი, 2014 • • 931
მარგველაშვილი: მე არ მაქვს დაპირისპირება “ქართულ ოცნებასთან”

საქართველოს პირველმა პირმა 2014 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრ ადამინს უჭირს და ბევრი ეკონომიკური პრობლემა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის განვითარების დინამიკა პოზიტიურია: 


“ჩავატარეთ თვითმმართველობის დემოკრატიული არჩევნები. ეს იყო არჩვენები, რამაც საქართველოში მეორე ტურები დანიშნა. მოვაწრეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. მოვახდინეთ რატიფიცირება. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ქმედითი დემოკრატია და თავსუფალი მედია.” 

 

პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაც შეაფასა: 

 

“ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური პრობლემატიკა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი და ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხენილ ქვეყანაში. საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ამის თქმის პარალელურად, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის ორიენტაცია მოხდა სოციალურ პრობლემატიკაზე. მინდა გამოვყო ის გლობალური პროექტი, რომელიც 2 წელია ხორციელდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, საქართველომ წელს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც, იმედია, შექმნის პოზიტიურ დინამიკას მომავალში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით”. 

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა:

 

“ჩემი ხელფასი იგივეა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. როცა “ჯიპას” რექტორი ვიყავი, იგივე ხელფასი მქონდა, რაც მაქვს დღეს”.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი