ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარული, მაგრამ მისგან გამიჯნული

26 დეკემბერი, 2014 • • 1026
ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარული, მაგრამ მისგან გამიჯნული

კითხვაზე, არის თუ არა “ქართული საქმე” საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში ბრძოლა, პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრიანისგან გამიჯნულია:

 

“ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით. ეს ასეც გავაკეთეთ. გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალებები. ეს იყო ჰუმანიტარული დამხარება მხოლოდ. დანარჩენზე მე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვართ გამიჯნული აბსოლუტურად. ჩვენ ჩვენს უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუცხადებთ სოლიდარობას, მაგრამ ჩვენი სოლიდარობა გამოიხატება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით”, – განცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კითხვაზე უკრაინაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო თუ არა მასთან შეთანხმებული, პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ნავარაუდებია.

 

“ეს არ არის მართალი. მე მგონი, არ გახსენდებათ არც ერთი მაგალითი, როდესაც მე გამოვსულიყავი უსამართლოდ, ვიღაცაზე რამე გადამებრალებინა. ეს შეურაცხყოფაა ჩემთვის. თუ ეს განცხდება იქნებოდა შეთანხმებული ჩემთან, რა თქმა უნდა, მე ამას ჩემს თავზე ავიღებდი. მინისტრები ხშირად აკეთენ განცხადებებს. მე არ მაქვს იმის დრო, რომ სამინისტროებს… ეს არასწორია. მინისტრები იმიტომ არიან მინისტრები, რომ ისინი მართავენ სამინისტროებს. თუ რამე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული არის, მაშინ შეიძლება შეთანხმდეს, თუ რაღაც განსაკუთრებულია, მაგრამ სამინისტროებს აქვთ დელეგირება და ისინი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ. ეს არ არის ჩემი სტილი და მე ასე არ ვმუშაობ, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

თადაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების თაობაზე. სამინისტრომ მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და გრიგოლაშვილის გარდაცვალებაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს დააკისრა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, რომ უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ.

 

21 დეკემბერს ამ განცხადების გამო მოქალაქეები თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. 

 

32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა.  ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ფოტო: პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი