ახალი ამბები

ღარიბაშვილი: უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არ არის

26 მარტი, 2015 • • 1069
ღარიბაშვილი: უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არ არის

“უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და მე ძალიან მაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. გულწრფელად განვიციდი, ისე როგორც თითოეული თქვენგანი, იმას, რაც ხდება ამ სახელმწიფოში. ამ ეტაპზე ვარ დაკავებული საშინაო საქმეებით, ვცდილობ მაქსიმალურად თავი ავარიდო გარე ვიზიტებს, თუ რაღაც გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება. მე ორი ვიცე–პრემიერი გავაგზაზავნე უკრაინაში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ არც პრემიერ–მინისტრი, არც პრეზიდენტი არ იყო მაშინ თავისუფალი. ფინანსთა მინისტრი აპირებს ჩასვლას, პრეზიდენტი იყო ჩასული, ევროინტეგრაციის მინისტრი. ჩვენ ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია და არც გავწყვეტთ. გასაგებია, რომ არ ვართ აღტაცებული და ბედნიერები იმით, რომ სააკაშვილი და სხვები არიან თუნდაც არაფორმალური სტატუსით და მე პრეზიდენტ პოროშენკოს ვუთხარი, რომ ეს მოსახლეობისთვისაა პირველ რიგში უსიამოვნო. ეს მათი არჩევანია და ამ სიტუაციაში ეს მათ სჭირდებათ. ჩემი ვიზიტის გადადების მიზეზი არ არის ის, რომ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იქ დაინიშნა”,– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი