ახალი ამბები

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

1 ივლისი, 2019 • 1744
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 23 საგამოცდო ცენტრი.

განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, პირველივე გამოცდაზე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა აბიტურიენტმა დააგვიანა.

“არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ ბარათები, თან იქონიონ პირადობის მოწმობა და დროულად გამოცხადდნენ გამოცდებზე. საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან. წელს ორი საგამოცდო ცენტრი დაგვემატა ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან მეტი – 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს”,-აცხადებს აბულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი