ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მაქსიმალურს გავაკეთებთ აბიტურიენტების ინტერესისთვის – სამინისტრო ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

29 ივნისი, 2019 • 1084
მაქსიმალურს გავაკეთებთ აბიტურიენტების ინტერესისთვის – სამინისტრო ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

“სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა”, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ენგურის ხიდზე მდებარე გამშვები პუნქტის ჩაკეტვას ეხება/

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ, 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოიხსნას – მინისტრი ენგურის ჩაკეტვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი