აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ “საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით”უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია, სადაც განაცხადა, რომ “მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზეთის ოკუპაციაზე, რაც ბოლო დღეებში კეთდება”.
“ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან საკუთარ პრობლემები”, – განაცხადა ხაჯიმბამ.