ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზები მოსკოვს მიმართავენ, ბობოხიძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ და სოხუმში ჩაიყვანონ

25 ივნისი, 2019 • 2178
აფხაზები მოსკოვს მიმართავენ, ბობოხიძე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადონ და სოხუმში ჩაიყვანონ

აფხაზი დეპუტატი დიმიტრი დბარი, აფხაზი დეპუტატების სახელით, დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და ადგილობრივ გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ.

“მინდა, აკაკი ბობოხიძის ციტატა შეგახსენოთ, რომელიც მან საქართველოს პარლამენტიდან საქვეყნოდ განაცხადა რამდენიმე დღის წინ – “გხოცავდით აფხაზეთში და კიდევ დაგხოცავთ”.

დიმიტრი დბარი რუს კოლეგებს ბობოხიძის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას და დასასჯელად აფხაზეთისთვის გადასაცემას ითხოვს.

თავად ბობოხიძემ რამდენიმე დღის წინ მედიასთან განმარტა, რომ იმ დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს მიმართავდა, მან აფხაზეთის ომში არა აფხაზების, არამედ რუსების მკვლელობა იგულისხმა.

“რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემ მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს“.

აქვე, დეპუტატი დიმიტრი დბარი თბილისში აქციების დასრულებამდე, “რუსეთის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების მიზნით”, ენგურის გამშვები პუნქტის დახურვას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი