ახალი ამბები

როგორ აღინიშნება ახალი წელი თბილისში 2014 [ინფოგრაფიკა]

23 დეკემბერი, 2014 • • 1202
როგორ აღინიშნება ახალი წელი თბილისში 2014 [ინფოგრაფიკა]

თბილისის მერიის განცხადებით, მთავარი საახალწლო კონცერტი რიყის პარკში გამართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველ შემსრულებლებთან ერთად, პაროვ სტელარი მიიღებს მონაწილეობას.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება 25 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დაიწყება, სადაც ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს თბილისის მერი დავით ნარმანია აანთებს.

 

მერიამ ღონისძიებების დიდი ნაწილი ადგილად რიყის პარკი შეარჩია. 25 დეკემბრის დღის 12 საათიდან, რიყს პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საშობაო ბაზრობა, დაესწრონ საბავშვო კონცერტებს, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში.

 

სტუმრებს უმასპინძლებს თოვლის ბაბუა, საახალწლო მულტფილმების გმირები, ჯამბაზები, მოძრაობის თეატრის მსახიობები და პონები. რიყის პარკიდან სტარტს აიღებს თოვლის ბაბუების მარათონი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში დედაქალაქში ველოსიპედებით ისეირნებენ და მოსახლეობას საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

31 დეკემბერს საღამოს 10 საათიდან რიყის პარკში მთავარ სცენაზე საახალწლო კონცერტი დაიწყება. კონცერტს ახალგაზრდული ჯაზბენდი “ლაუდსპიკერი” გახსნის, რის შემდეგაც მთავარ სცენას დაიკავებს თბილისის ბიგ ბენდი სოლისტებთან ერთად, რომლებიც საახალწლო და საშობაო ჰიტებს შეასრულებენ.

 

რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად თბილისში რამდენიმე ადგილას საახალწლო აქტივობები პარალელურად გაიმართება. რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა, სადაც ტკბილეული და საახალწლო აქსესუარები გაიყიდება.

ერეკლე II-ის ქუჩაზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ტელე და ბიზნეს კომპანიები ნაძვისხეებს წარადგენენ. საუკეთესო ნაძვის ხეს იქ მისული სტუმრები გამოავლენენ. გამარჯვებული კომპანია სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდება. თბილისის მერია ბავშვებს პირდება, რომ საახალწლოდ სანტა კლაუსი მთაწმინდის პარკში ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

3 და 4 იანვარს სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდები თბილისის ცირკში წარმოდგენებს დაესწრებიან.

საახალწლო გალა კონცერტი ევროპის მოედანზე საღამოს 21:50 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 22:00 საათიდან. კონცერტი პაროვ სტელარისა და მისი ბენდის კონცერტით დასრულდება:

 

21:45 – გიო ხუციშვილის ბენდი

22:00 – წამყვანების მისალმება

22:05 – გიო ხუციშვილი და ბიჭები

22:20 – ჯგუფი  Loudspeakers

22:40 – წამყვანების მისალმება 2

22:40 – თბილისის მერიის ბიგ ბენდი ( I ნაწილი )

23:10 – ჯგუფი Groovesonix

23:40 – თბილისის მერიის ბიგ ბენდი (II ნაწილი)

00:00 – ანსამბლი რუსთავი – მრავალჟამიერი

00:05 – ფოიერვერკი

00:10 – თბილისის მერიის ბიგ ბენდი (III ნაწილი)

1:00 – Parov Stelar

თბილისის საკონცერტო დარბაზში ჯამიროქუაის ბენდი, MATT BIANCO და GROOVESONIX გამართავს. კონცერტზე დასწრების ფასი 100 ევროა. ფასში შედის საახალწლო სუფრაც. კონცერტი ახალი წლის ღამეს 00:15 წუთზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი