ახალი ამბები

პოლიტიკური სტაბილურობა პოზიტიურად მოქმედებს ლარის კურსზე – თურნავა

27 ივნისი, 2019 • 766
პოლიტიკური სტაბილურობა პოზიტიურად მოქმედებს ლარის კურსზე – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ეროვნულ ვალუტას გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება.

თურნავა ასევე მინიშნებას აკეთებს ეკონომიკისთვის პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

“ჩვენი მაკროეკონომიკა ჯანსაღია, მყარია. არ იძლევა იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომელიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ეკონიმიკაზე, ინვესტიციებზე და მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსოპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, – უთხრა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა.

ლარის კურსმა მკვეთრი გაუფასურება 20 ივნისის აქციების შემდეგ დაიწყო და თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის 26 ივნისის ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.84 ლარია, ევრო კი- 3.23 ლარი. კურსი, როგორც წესი, უფრო დაბაკლია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი