ხათუნა სამნიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საოქმო ჩანაწერით დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დეპუტატის თქმით, მართალია, საკრბულომ მიიღო საჯარო განცხადება, რომ ამ მოწვევის დეპუტატები არ მიიღებდნენ პრემიებს, რასაც ხელი მოაწერა ყველა დეპუტატმა, საკრებულომ დაიწყო სხვა ფორმების ძებნა, როგორ გაიზარდოს თანამდებობის პირების შემოსავალი.
ხათუნა სამნიძის თქმით, საუბარია მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებზე. ის თუ, რა ოდენობის დანამატს გაცემენ თანამდებობის პირებზე, ამას გადაწყვეტს საკრებულოს თავმჯდომარე.
“ახლა დადგა საკითხი, რომ შემოვიდეს დანამატების სახით შემოსავლების გაზრდის საშუალებები. სამართლებრივად საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და თანამდებობის პირებს დაუნიშნოს დანამატი, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მან გადაწყვიტა, რომ მიმართოს ბიუროს და ბიურომ რეკომენდაცია გაუწიოს თავმჯდომარეს ამ გადაწყვეტილებისთვის, რომ ყოველთვიურად დანამატის სახით თანამდებობის პირებმა მიიღონ ხელფასზე დანამატი”, – ამბობს ხათუნა სამნძე.
რესპუბლიკური პარტიის თამჯდომარის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ თავად აიღოს პასუხისმგებლობა დანამატების გაცემაზე და ბიუროს კომპეტენციაში არ შედის ამ ტიპის გადაწვეტილების მიღება, ან რეკომენაციით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარისადმი.
სამნიძის განცხადებით, გადაწყვეტლებას მხარი “ქართულმა ოცნებამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” დაუჭირეს, ხოლო წინააღმდეგ წავიდნენ “რესპუბლიკელები” და “ნაციონალური მოძრაობა”.
თბილისის საკრებულოს წინა მოწვევის თანამდებობის პირებს 300%-იანი პრემიები დაენიშნათ. მაშინაც საკრებულო აცხადებდა, რომ ამ გადაწყვეტილებას მრავალპარტიული ბიურო უჭერდა მხარს.