ახალი ამბები

კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს, მელიას თავდებში ჩაუდგნენ

26 ივნისი, 2019 • 1184
კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს, მელიას თავდებში ჩაუდგნენ

ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას, რადგან მელია თავდებით არის გამოშვებული და არსად გაქცეულა. ამასთან, დეპუტატმა პარლამენტის სხვა წევრებს მოუწოდა, მელიას თავდებში ჩაუდგნენ.

“ნიკანორ მელიაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გირაოთია გამოშვებული. არსად  გაქცეულა. დღესაც მოვიდა, აგერ ზის და გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი დაკავება?! თუ არის იმის საშუალება, რომ  დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში ჩაუდგნენ. არის ასეთი შესაძლებლობა?! ანუ დეპუტატებმა აიღონ თავის თავზე, რომ ნიკა მელია არ გაიქცევა. ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ დეპუტატებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. კეთილი ვინებოთ და კოლეგიალურობა დავიცვათ. ამიტომ მოვითხოვოთ შიდაპატიმრობა, სანამ გამოძიება დასრულდება”,-განაცხადა კვიციანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი