ახალი ამბები

ელისაშვილი: თბილისის სამ რაიონში მერიამ სამშენებლო მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს

18 დეკემბერი, 2014 • • 919
ელისაშვილი: თბილისის სამ რაიონში მერიამ სამშენებლო მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს

ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრფინგზე თბილისის მერს მოუწოდა, რომ ვერაზე, საბურთალოსა და ვაკეში სამშენებლო მორატორიუმი გამოაცხადოს, რადგან ამ რაიონებში მშენებლობის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა. მისივე განმარტებით, სამივე უბანი საბჭოთა პერიოდშია დაპროექტებული, რომლებიც კონკრეტულ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, მწვანე საფარსა და და სატრანსპორტო ქსელებზეა გათვლილი.

 

„ამ უბნებში აბსოლუტურად ამოწურულია სამშენებლო და ინფრასტრუქტურული რესურსი და, შესაბამისად, დაუშვებლად მიმაჩნია აქ სამშენებლო პროცესების გაგარძელება თუ ხელახალი წამოწყება. მაგრამ საუბედუროდ არსებობს უამრავი ნებართვა, რომელთა მიხედვითაც სამშენებლო კომპანიები კვლავაც ახორციელებენ თავის საქმიანობას. შესაბამისად, ყველა მშენებლობა, რომელიც დასრულდება ან რომელიც ახლა დაიწყება, საბოლოოდ გაანადგურებს ამ ტერიტორიებს”, – ამბობს საკრებულოს წვრი.

 

ელისაშვილი მერიას სთავაზობს, რომ მშენებლებს საკომპესაციოდ თბილისის ზღვაზე მისცეს მიწები და იქ მოხდეს მშენებლობების წარმოებისათვის მათი ხელშეწყობა. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მერის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი