ახალი ამბები

94 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი – პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

25 ივნისი, 2019 • 1618
94 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი – პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

94 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

“ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, გავხდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო. ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხარდაჭერის იმედი”, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების შედეგად თანამდებობა დატოვა.

 

ამავე თემაზე:

დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ასამბლეა პარლამენტში ტარდება, ხელს კობახიძე აწერს

მასალების გადაბეჭდვის წესი