ახალი ამბები

მნიშვნელოვანია ის, რომ მაჟორიტარული სისტემა დაინგრა – გოგუაძე

24 ივნისი, 2019 • 817
მნიშვნელოვანია ის, რომ მაჟორიტარული სისტემა დაინგრა – გოგუაძე

“ბარიერზე, კომისიების დაკომპლექტების წესზე ბევრი იქნება საჭიდაო, მაგრამ ამდენი წლის მოთხოვნის შემდეგ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის გამარჯვება”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ.

“პროპორციული არჩევნები მოიტანა სამოქალაქო საზოგადოების პრინციპულმა პროტესტმა და მნიშვნელოვანია ის, რომ მაჟორიტარული სისტემა დაინგრა. ანუ ბიძინა ივანიშვილს ხელში არ ექნება 75 მაჟორიტარული ადგილი, რომლითაც იგი მოახდენს ძალაუფლების უზურპაციას. ნულოვანი ბარიერი, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს და ჯობდა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მთავარი შედეგი მიღწეულია”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შესულია 290 ათასი ხელმოწერით ინიციატივა და პარლამენტმა რიგითობით, პირველ რიგში, სწორედ ის ინიციატივა უნდა განიხილოს, დანარჩენი კი “მოლაპარაკებებში გამოჩნდება”.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი