ახალი ამბები

ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე, ნინო გოგუაძე – ელენე ხოშტარიამ პარტიის წევრები წარადგინა

12 აგვისტო, 2021 •
ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე, ნინო გოგუაძე – ელენე ხოშტარიამ პარტიის წევრები წარადგინა

ელენე ხოშტარიამ თავისი პოლიტიკური პარტიის “დროას” წევრები წარადგინა. პარტიის წევრების წარდგენა დღეს, 12 აგვისტოს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მხარდმაჭერების დასწრების გარეშე გაიმართა.

ელენე ხოშტარიას გუნდის წევრებს შორის არიან საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია, ყოფილი ელჩი აშშ-ში და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე და “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ნინო გოგუაძე.

“ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული გუნდი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი გუნდი გააღვივებს ადამიანებში იმ რწმენას, რომლის დანგრევას და სიძულვილის დათესვას, უიმედობის დათესვას ცდილობს ქართული ოცნება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ გუნდის წარდგენისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი