ახალი ამბები

“ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ” – ბახტაძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

24 ივნისი, 2019 • 752
“ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ” – ბახტაძე პუტინის ტურისტულ ემბარგოზე

“საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. ეს ძალიან კარგად იციან ტურისტებმა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია”, – ასე ეხმაურება პრემიერი მამუკა ბახტაძე ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ე.წ. ტურისტულ ემბარგოს, რომლის წყალობითაც 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდება.

“ეროვნული ინტერესები დგას ყველაზე მაღლა. ამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ნაწილია ის, რომ ჩვენ საქართველოს არ გავხდით აგრესიული დღის წესრიგის მძევლად, გინდა შიდა და გინდაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობდეთ. მოვლენათა ის განვითარება, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო და არის გამოწვევა. ამასთან, მე მინდა გამოვეხმაურო იმ ე.წ. ოფიციალურ მიზეზებს, რომელიც მოყვანილი იქნა. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. ეს ძალიან კარგად იციან ტურისტებმა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც ძირითადად ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზეა ფოკუსირებული  და, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს ამ კუთხით”, – განაცხადა პრემიერმა.

“რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ჩვენ გვაქვს ღვინის შემოწმების უმაღლესი სტანდარტები. აქედან გამოდმინარე ამ [რუსეთის] ეჭვებზე [ქართული ღვინის ხარისხზე] საზოგადოება თვითონ გასცემს პასუხს, რომ რეალობასთან ამას საქმე არ აქვს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი