ახალი ამბები

პრემიერი უბარიერო სისტემით კოალიციურ მთავრობას არ გამორიცხავს

24 ივნისი, 2019 • 855
პრემიერი უბარიერო სისტემით კოალიციურ მთავრობას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ უბარიერო პროპორციული არჩევნების პირობებში 2020 წელს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

“ეს მხოლოდ ქართველი ხალხის და მათი არჩევანის გადასაწყვეტია. როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ალბათობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. ეს საზოგადოების არჩევანზეა დამოკიდბეული. ბოლო არჩევნებს  თუ დავაკვირდებით, ნახავთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება 2020-ისთვის რელევანტური არ იქნება”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ენმ-სთან და მასთან აფილირებულ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციას, ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ხედვების, მათ შორის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თანხმობა.

 

მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი