ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაცია: ქართულ გუნდებს სანქციები არ ემუქრებათ

24 ივნისი, 2019 • 992
ფეხბურთის ფედერაცია: ქართულ გუნდებს სანქციები არ ემუქრებათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დღეს, 24 ივნისს თქვა, რომ ქართულ კლუბებს ანტისაოკუპაციო კამპანიის გამო სანქციები არ ემუქრებათ.

“დღევანდელი მდგომარეობით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მონაწილე არცერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. არც უეფადან და არც ფიფადან ჩვენთან შესაბამისი განცხადება არ შემოსულა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა გააკეთეს, ჩვენი მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი”, – განაცხადა დავით მუჯირმა.

ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდებმა ბოლო დღეებში მატჩებისას სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყანაში დაწყებულ ანტისაოკუპაციო კამპანიას და მატჩებზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ. რუსული მხარე ამ ნაბიჯის გამო მათ სანქცირებას ითხოვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი