ახალი ამბები

ნინო ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში იმღერა

23 ივნისი, 2019 • 1692
ნინო ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში იმღერა

ნინო ქათამაძემ მოსკოვში, Усадьба Jazz ფესტივალის ფარგლებში 22 ივნისს იმღერა.

https://www.facebook.com/UsadbaJazz/photos/a.174354996015971/2221262561325194/?type=3&theater

ამ დღეს თბილისში, აქტივისტები რუსულ ოკუპაციასა და სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობას აპროტესტებდნენ. ქათამაძის სიმღერის ვიდეოს ინსტაგრამზე წამყვანი ალექს დუბასი ავრცელებს. მისი თქმით, მათ უკვე “დანამდვილებით იციან, რომ ქართველების უმრავლესობა რუსოფობები არ არიან“.

 

View this post on Instagram

 

Дорогие грузины. Мне в эти выходные посчастливилось вести концерты фестиваля “Усадьба Jazz”. И вот только что закончила выступление Нино Катамадзе. Она сказала, что ее сердце ❣ сейчас в Грузии. А я сказал, что сердца ? зрителей сегодня с ней. А значит тоже в Грузии. В этом видео вы можете увидеть, как ей подпевали и аплодировали. Потому что мы же наверняка знаем что подавляющее большинство из вас – не русофобы. Когда-то Нино сказала мне, что в грузинском языке нет слова «ладонь», а есть что-то в переводе означающее: «сердце руки». И теперь, когда я жму руку или аплодирую человеку, я вспоминаю, что делаю это сердцем. «Все, что у нас отнимает жизнь – возвращает музыка» – сказал Джон Леннон. А он знал толк в мире и Мире. До скорой встречи, грузины! ?? ☮️ ?? #усадьбаjazz2019

A post shared by Alex Dubas (@alexdubas) on

“ძვირფასო ქართველებო, მე ამ შაბათ-კვირას მქონდა ბედნიერება Усадьба Jazz-ის ფესტივალის წამყვანი ვყოფილიყავი. ეს-ეს არის დასრულდა ნინო ქათამაძის გამოსვლა. მან თქვა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია. მე კი ვუთხარი, რომ მაყურებლის გულები მასთან არის, რაც ნიშნავს, რომ მათი გულები საქართველოშიცაა. ამ ვიდეოში თქვენ ხედავთ, თუ როგორ უკრავენ ტაშს და მღერიან მასთან ერთად. მიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თქვენი [ქართველების] უმრავლესობა რუსოფობები არ არიან“.


  • თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი დემონსტრაცია
  • მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

ამავე თემაზე:

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს

მასალების გადაბეჭდვის წესი