ახალი ამბები

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს

23 ივნისი, 2019 • 1006
დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს

თუ 23 ივნისის 14.00 საათისთვის ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეასრულებს, კვლავ შევიკრიბებით 19.00 საათზე რუსთაველის გამზირზე – ესაა მრავალათასიანი დემონტრაციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას.

მესამე დღეა დემონსტრანტები ხელისუფლებას შსს მინიტრ გიორგი გახარიას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ასევე აქციის დაშლისას დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

პარლამენტის შენობასთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ დემონსტრანტებმა დაიწყეს მსვლელობა “ქართული ოცნების” ოფისისკენ.


  • თბილისში მესამე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი დემონსტრაცია
  • მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი